დრონმა სამგზავრო ავტობუსს დაარტყა?! - რა ხდება რუსეთის ქალაქ შებეკინოში
რუსეთის ქალაქ შებეკინოში დრონით სამგზავრო ავტობუსზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე შუვაევმა განაცხადა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა. დაშავებულები შებეკინოს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა ავტობუსი და სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი.
"ინტერპრესნიუსი"