რა ქონებას ფლობს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი?! - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი?!

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მაისში წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ მან მინისტრის პოსტი 2025 წლის აპრილში დაიკავა. იქამდე ჰქონდა კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ასევე 2016-2017 წლებში იკავებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, იყო სამგორის რაიონის გამგებელი; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი; ასევე 2022-2025 წლებში იკავებდა თბილისის ვიცე-მერის პოზიციასაც.

კახა გულედანის მიერ შევსებული დოკუმენტის მიხედვით, მის სახელზე რეგისტრირებული ყველა უძრავი ქონება მემკვიდრეობით აქვს გადაცემული.

კერძოდ, დეკლარაციის მიხედვით მინისტრის სახელზეა რეგისტრირებული:

3 000 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ინესგუნში, რომელიც 2006 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული;

65 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც ასევე 2006 წელს გადაეცა მემკვიდრეობით;

2 მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, რომელიც 2006 წელს მიიღო მემკვიდრეობით;

ასევე ლენჯერში მდებარე, 603 კვ.მ. ფართობისმიწის ნაკვეთი, რომელიც 2023 წელს აქვს მემკვიდრეობით მიღებული.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში გულედანს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 30 550 აშშ დოლარი და 9 797 ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით - 125 000 აშშ დოლარი {აქედან 65 ათასი დოლარი წილის გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი იყო, ხოლო 60 ათასი დოლარი ანგარიშიდან გატანილი თანხა} და 25 000 ევრო ჰქონდა.

როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, რეგიონული განვითარების მინისტრი არის რამდენიმე კომპანიის მეწილე. უფრო კონკრეტულად, გულედანი არის შპს CZAR CAPITA-ის 100%-ანი წილის მფლობელი, ასევე შპს „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის" 21%-ის მფლობელი, თუმცა, დოკუმენტის თანახმად, ორივე საწარმოს წილი სამართვადაც სხვა პირზე აქვს გადაცემული. ამასთან, დეკლარაციაში მითითებულია, რომ „მეტროლოგიის ცენტრის“ საქმიანობით, გასულ წელს შემოსავლის სახით 128 291 ლარი აქვს მიღებული.

გარდა ამისა, მინისტრის საკუთრებაში შპს„სუფთა სამყარო"-ს 35%-იანი წილი. ასევე, კახაბერ გულედანი დაკავშირებულია შპს „კოფე მიქს"-თან, რომლის 50% მფლობელი იყო, თუმცა, დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ წილი 2025 წლის ივლისში გაასხვისა უსასყიდლოდ.

განაგრძე კითხვა