ფეხბურთიდან კინოინდუსტრიაში - რონალდუ ახალ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს: “ეს ნამდვილი დრამაა კომედიური ელემენტებით“ - კვირის პალიტრა

ფეხბურთიდან კინოინდუსტრიაში - რონალდუ ახალ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს: “ეს ნამდვილი დრამაა კომედიური ელემენტებით“

კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ მსოფ­ლი­ოს კი­დევ ერთხელ აო­ცებს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად სა­უ­ბა­რი არა მო­რიგ გოლ­ზე, არა­მედ მის სრუ­ლი­ად ახალ ამ­პლუ­ა­ზეა. ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი დრა­მა­ტუ­ლი სე­რი­ა­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რი ხდე­ბა და მას­ში მთა­ვარ როლ­საც შე­ას­რუ­ლებს.

ვარ­სკვლა­ვუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა: ანრი, დე­მი­ან ლუ­ი­სი და "აგენ­ტე­ბის სამ­ყა­რო"სე­რი­ა­ლი, სა­ხელ­წო­დე­ბით Day 1s, გა­მო­გო­ნი­ლი სა­ფეხ­ბურ­თო აგენ­ტის, სტენ­ლი დალ­ტო­ნის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. ამ როლს სე­რი­ა­ლე­ბის - Homeland-ისა და Billions-ის ვარ­სკვლა­ვი, დე­მი­ან ლუ­ი­სი შე­ას­რუ­ლებს.

პრო­ექ­ტში რო­ნალ­დუს­თან ერ­თად მისი ძვე­ლი მე­ტო­ქე, ლე­გენ­და­რუ­ლი ტი­ე­რი ან­რიც გა­მოჩ­ნდე­ბა. სე­რი­ალ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ბრი­ტა­ნე­ლი რე­პე­რი Dave და ახალ­ბე­და მსა­ხი­ო­ბი კარ­ლო­ტა ბა­ნა­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­და­ღე­ბე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია ლონ­დონ­ში, კერ­ძოდ, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ბარ­ნე­ტის" სტა­დი­ონ­ზე. გააგრძელეთ კითხვა