PSG-ის ვარსკვლავის გრანდიოზული ქორწილი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად ესწრებოდა - კვირის პალიტრა

PSG-ის ვარსკვლავის გრანდიოზული ქორწილი, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად ესწრებოდა

პარი სენ-ჟერ­მე­ნი­სა და საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვარ­სკვლავ­მა, ლუ­კას ერ­ნან­დეს­მა და მისი რჩე­ულ­მა, ბრა­ზი­ლი­ელ­მა მო­დელ­მა და ინფლუ­ენ­სერ­მა ვიქ­ტო­რია ტრი­ამ იქორ­წი­ნეს.

წყვილ­მა და­უ­ვი­წყა­რი ცე­რე­მო­ნი­ა­ლის­თვის პა­რი­ზის მახ­ლობ­ლად, შევ­რე­ზის ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე XII სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი კომ­პლექ­სი - Abbaye des Vaux de Cernay შე­არ­ჩია.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ბო­ჰე­მუ­რი ში­კი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე გლა­მუ­რის სინ­თე­ზი აღ­მოჩ­ნდა. დღი­სით სტუმ­რებს ის­ტო­რი­ულ ეზო­ში, ღია ცის ქვეშ გაშ­ლილ სუფ­რებ­თან მას­პინ­ძლობ­დნენ, სა­დაც თეთრ, ჰა­ე­რო­ვან სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მოწ­ვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იკ­რი­ბე­ბო­და. თა­ვად სი­ძემ ტრა­დი­ცი­ულ სმო­კინგს ზა­ფხუ­ლის სტი­ლის თეთ­რი ნაქ­სო­ვი კოს­ტი­უ­მი ამ­ჯო­ბი­ნა.

და­ღა­მე­ბის­თა­ნა­ვე კი სა­ა­ბა­ტოს ტე­რი­ტო­რი­ამ სახე სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა - წი­თე­ლი ნე­ო­ნე­ბი­თა და ელექტრო მუ­სი­კის თან­ხლე­ბით ის ექ­სკლუ­ზი­ურ, და­ხუ­რულ ღა­მის კლუ­ბად გარ­და­იქ­მნა.

gakvetili-1741512542-43904-1785247229.jpg

ვარ­სკვლა­ვუ­რი სტუმ­რე­ბი

გრან­დი­ო­ზულ ქორ­წილს PSG-ს ბევ­რი ცნო­ბი­ლი სახე და­ეს­წრო. მათ შო­რის იყ­ვნენ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და მისი მე­უღ­ლე, ნიცა თა­ვა­ძე. ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან კად­რე­ბი პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბის მე­კა­რემ, მატ­ვეი სა­ფო­ნოვ­მაც გა­ა­ზი­ა­რა.

განაგრძეთ კითხვა