"პაპა უკვე ვეღარ იპარსავდა წვერს. მე ვპარსავდი, თავს ვბანდი... მის ხელში გავიზარდე. ამაში განსაკუთრებული არაფერია...“ - გიორგი სუხიტაშვილი მამაპაპისეულ სახლზე და სოფელში დაბრუნებაზე - კვირის პალიტრა

"პაპა უკვე ვეღარ იპარსავდა წვერს. მე ვპარსავდი, თავს ვბანდი... მის ხელში გავიზარდე. ამაში განსაკუთრებული არაფერია...“ - გიორგი სუხიტაშვილი მამაპაპისეულ სახლზე და სოფელში დაბრუნებაზე

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ბოლო წლებია, მშობლიურ სოფელში ცხოვრობს ძირითადად. იქ აიშენა პატარა სახლი, მამაპაპისეულ მიწაზე, მოაწყო ბაღი და ამბობს, რომ სიმშვიდე და ბედნიერება იპოვა. სწორედ იქ უმასპინძლა გვანცა დარასელიას პოდკასტს და ისაუბრა სოფელში დაბრუნებაზე, ცხოვრებაზე საზღვართან ახლოს, ბავშვობაზე და ა.შ. განსაკუთრებით ემოციური იყო საუბარი პაპაზე, რომელსაც გიორგის გამომწერებიც კარგად იცნობენ.

- მე არც წავსულვარ აქედან იმ გაგებით, რომ დასაბრუნებელი ვყოფილიყავი. აქ კომუნიკაცია არასდროს გამიწყვეტია. ჩემი მოხუცები აქ ცხოვრობდნენ. 2018-ში ბებო გარდაიცვალა და მერე, ყოველ ორ დღეში, პაპასთან ჩამოვდიოდი. 2018 წლიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს ჩამოვდიოდი. თუ მე არ ვიყავი საქართველოში, ვინმე მაინც ჩამოდიოდა. პაპაჩემს ტელეფონი არ ჰქონდა, ვერ იყენებდა, ამიტომ სულ გზას უყურებდა — იცოდა, რომ მოვდიოდი, მელოდებოდა...

ეს ჩემთვის ნიშნავდა იმას, რომ სულ უნდა ჩამოვსულიყავი...

პაპაჩემის სიცოცხლეში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ერთად. დავრგეთ სამი მუხა, სამი ნეკერჩხალი. პირველი ხეც მას გავასხვლევინე, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო. მინდოდა, ერთად დაგვეწყო რაღაც, რადგან პაპაჩემი უკვე ასაკში იყო და მინდოდა...ხშირად ამბობენ, „ვერ ჩავალ იქ, რადგან ისინი აღარ არიან.“ მე კი მინდოდა, ჩემი დაწყებული მქონოდა — რაღაც, რაზეც პასუხისმგებლობას ვიგრძნობდი. თუ სურვილი გაქვს, საკუთარ მიწაზე შრომით სიამოვნებასაც იღებ.

განაგრძეთ კითხვა