“კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში ემი სულაბერიძე“ -ნოე სულაბერიძეს და ჯენეტ ქერდიყოშვილს მესამე შვილი შეეძინათ
პროდიუსერსა და ტელეწამყვანს, ნოე სულაბერიძეს, და ტელეწამყვანსა და მოდელს, ჯანეტ ქერდიყოშვილს, მესამე საერთო შვილი შეეძინათ.
სასიხარულო ამბავი წყვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ახალშობილ გოგონას ემი დაარქვეს და ემოციური წარწერით მიმართეს:
„კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში, ემი სულაბერიძე.“
წყვილმა ორსულობის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ შეატყობინა. მათ ოჯახში უკვე იზრდებიან ორი ქალიშვილი – ანნა და ლილი, ახლა კი ოჯახს პატარა ემიც შეემატა.
სოციალურ ქსელში ნოესა და ჯანეტს მეგობრები, კოლეგები და გამომწერები უკვე ულოცავენ ოჯახის ახალ წევრს და პატარას ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებულ მომავალს უსურვებენ.