თბილისის საკრებულოსთან აქციაზე დაკავებულ აქტივისტს, ია მელითაურს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა - კვირის პალიტრა

თბილისის საკრებულოსთან აქციაზე დაკავებულ აქტივისტს, ია მელითაურს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა

თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ია მელითაური სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს “შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

“ინტერპრესნიუსი“