პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელმაც გელა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახისგან, გათავისუფლების დაპირების სანაცვლოდ, 11 300 ლარი აიღო - კვირის პალიტრა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელმაც გელა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახისგან, გათავისუფლების დაპირების სანაცვლოდ, 11 300 ლარი აიღო

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სამჯერ ნასამართლევმა პირმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლება განიზრახა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახების წევრები დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის - ცოტნე ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - გეკა გელაძის ჩართულობითა და დახმარებით უზრუნველყოფდა მათ გათავისუფლებას, შემდგომში კი არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებული საჭირო პირობების თითქოსდა მოსამზადებლად და დაცვის მხარისთვის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზების დასკვნების ვითომდა მოპოვების სანაცვლოდ, პერიოდულად სთხოვდა დაზარალებულს ფულს და იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას. შედეგად ბრალდებული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა სხვის კუთვნილ დიდი ოდენობით, 11 300 ლარს.

განაგრძეთ კითხვა