“არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს - ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს““ - ზურაბ ცეცხლაძე - კვირის პალიტრა

“არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს - ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს““ - ზურაბ ცეცხლაძე

პირადად მე, ზურაბ ცეცხლაძე საერთოდ არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს. სხვა ტექნიკური საშუალებები უნდა გამოვიყენო, რომ გავუმკლავდე ამ ადამიანს. ეს ყველაფერი შეიძლება სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს , - ამის შესახებ აქტივისტმა ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.

როგორც ცეცხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, ისტორიაში არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც მსგავსი ჯგუფები ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა, შემდეგ კი მათზე უარი თქვა.

ცეცხლაძემ ასევე მიმართა გიორგი ქართველიშვილსა და მისი მოძრაობის წევრებს, არ გახდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ობიექტები.

„საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ძალადობა და ძალის გამოყენება, არის დასჯადი. რაღაც ფორმით ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები პოლიციის გარკვეული ფუნქციებს არალეგალურად შეითავსებენ. არ ვიცი, პოლიციის მიმართ ნდობა შემცირდა და რაღაც ფორმით „ტიტუშკებმა“ მეტი საქმე უნდა გააკეთონ, ვიდრე ფორმა ჩაცმულებმა პოლიციელებმა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხალხი დაარბია, მოწამლა, აწამა, შეიძლება იგივე პროცესები კიდევ განვითარდეს და ასეთი რამ აღარ გააკეთონ, ის ყველაფერი, რაც ყოფილმა პოლიციის მაღალ ჩინოსნებმა გააკეთეს, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ თადარიგს იჭერენ, რომ გამოაყარონ კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც უბრალოდ შეაშინებენ და სახლებში შეყრიან ხალხს. ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი. პირადად მე, ზურაბ ცეცხლაძე საერთოდ არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს. სხვა ტექნიკური საშუალებები უნდა გამოვიყენო, რომ გავუმკლავდე ამ ადამიანს. ეს ყველაფერი შეიძლება სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

განაგრძეთ კითხვა