დანგრეული შენობები, ხიდები, ათობით ადამიანი დაკარგულია - იაპონიაში, კუნძულ კიუ-შიუზე დღეს 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში, კუნძულ კიუ-შიუზე დღეს ს 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.


კუმამოტოს პრეფექტურაში მომხდარმა სტიქიურმა მოვლენამ შენობების და ხიდების ნგრევა და სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია, გადაიდო ფრენების ნაწილი ტოკიოს ჰანედას აეროპორტშიც, რომელიც ქალაქ კუმამოტოდან ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებით, საბედნიეროდ, მიწისძვრის ეპიცენტრიდან 100 კმ-ში მდებარე სენდაის ატომურ ელექტროსადგურზე დაზიანება ან უსაფრთხოების პრობლემა არ დაფიქსირებულა. სადგური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებლის, NHK ცნობით, კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარე ქაღალდის ქარხნის საკვამლე მილის ჩამოშლის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.