"დიანა ქუთათელაძემ ამერიკელ მოსამართლეს ქრთამის სახით ტეკილა და ფული შესთავაზა" - ტრა­გი­კუ­ლი ავა­რი­ი­სა და ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის გამო უკვე იჯდა ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე, ახა­ლი, მძი­მე ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს - კვირის პალიტრა

"დიანა ქუთათელაძემ ამერიკელ მოსამართლეს ქრთამის სახით ტეკილა და ფული შესთავაზა" - ტრა­გი­კუ­ლი ავა­რი­ი­სა და ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის გამო უკვე იჯდა ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე, ახა­ლი, მძი­მე ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს

37 წლის დი­ა­ნა ქუ­თა­თე­ლა­ძეს (რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია დი­ა­ნა ტამ­ბი­ე­ვას სა­ხე­ლით), რო­მე­ლიც ლონგ-აი­ლენ­დზე მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი ავა­რი­ი­სა და ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის გამო უკვე იჯდა ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე, ახა­ლი, მძი­მე ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს.

ამ­ჯე­რად მას ფე­დე­რა­ლურ მო­სა­მარ­თლის ქრთა­მის შე­თა­ვა­ზე­ბა­სა და მოს­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.ლუ­ი­ზი­ა­ნას შტა­ტის ფე­დე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქუ­თა­თე­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ჯერ კი­დევ 2024 წლის იან­ვარ­ში, მან და­სავ­ლეთ ლუ­ი­ზი­ა­ნა­ში სა­ე­მიგ­რა­ციო პა­ტიმ­რო­ბა­ში (ICE) მყო­ფი პი­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ მო­სა­მარ­თლეს „Patron Silver“-ის მარ­კის ტე­კი­ლა, 100-დო­ლა­რი­ა­ნი სა­ჩუქ­რის ბა­რა­თი და ნაღ­დი ფული შეს­თა­ვა­ზა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქუ­თა­თე­ლა­ძემ ქრთა­მის თან­ხა 2000 დო­ლა­რამ­დე გა­ზარ­და. მო­სა­მარ­თლემ ქრთა­მი არ მი­ი­ღო და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს აც­ნო­ბა, რა­საც გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა მოჰ­ყვა.

ახა­ლი ფე­დე­რა­ლუ­რი ბრალ­დე­ბის გამო, ნა­სა­უს ოლ­ქის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ქუ­თა­თე­ლა­ძეს მა­ნამ­დე და­კის­რე­ბუ­ლი 300 000-დო­ლა­რი­ა­ნი გი­რაო გა­უ­უქ­მა. პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობ­და ქვეყ­ნი­დან მისი გაქ­ცე­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­ვო­კა­ტი სა­სა­მარ­თლოს სა­კუ­თა­რი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის პას­პორ­ტე­ბის ჩა­ბა­რე­ბა­სა და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბას სთა­ვა­ზობ­და, მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლი პირ­და­პირ პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

განაგრძეთ კითხვა