სკანდალური ინფორმაცია: ირანი უკრაინის პორტზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა - კვირის პალიტრა

სკანდალური ინფორმაცია: ირანი უკრაინის პორტზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა

ირანი უკრაინის საზღვაო პორტზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ევროპელ და ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ, ირანი შავ ზღვაში მდებარე უკრაინის საზღვაო პორტზე თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა.

წყაროების განცხადებით, შექმნილი ვითარების დასტაბილურება დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ირანი თავდასხმას სიმბოლური ჟესტის სახით, მცირე ზომის ქობინის მქონე ბალისტიკური რაკეტით გეგმავდა, რაც მცირე მასშტაბის ზიანს გამოიწვევდა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ირანელ კოლეგას აბას არაღჩის ესაუბრა.

სიბიგას თქმით, ირანელ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია თავის შეკავება იმ ნაბიჯების გადადგმისგან, რომელიც ესკალაციას იწვევს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა