რამდენ დოლარს ხარჯავს საქართველოში ერთი რუსი ტურისტი?! - კვირის პალიტრა

რამდენ დოლარს ხარჯავს საქართველოში ერთი რუსი ტურისტი?!

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 272 964 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.1%-ით ანუ 2 601 ვიზიტით მეტია.

ამავე მონაცემების მიხედვით, მიუხედავად ჯამური ზრდისა, მეორე კვარტალში კლება ფიქსირდება. კერძოდ, საქართველოში აპრილ-ივნისის პერიოდში 1 275 435 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 981 ვიზიტით ანუ 2.7%-ით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში ჯამურად, 307.1 მლნ დოლარი დახარჯეს, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის მოქალაქეთა მიერ გაწეული ხარჯების მოცულობა 307.8 მლნ დოლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით, მიმდინარე წელს რუსი ვიზიტორი საქართველოში ვიზიტზე საშუალოდ, 502 დოლარს ხარჯავდა, მაშინ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 529 დოლარს უტოლდებოდა.

განაგრძე კითხვა