რით არის გამორჩეული კავკასიის რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯი?
ევროპაში დიდი ხანია იცნობენ აუთლეტ ვილიჯებს. ღია ცის ქვეშ მოწყობილ ასეთ სავაჭრო სივრცეებს, სადაც ცნობილი ბრენდების კოლექციებს ფასდაკლებით ყიდიან, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. 2025 წლის შემოდგომიდან მსგავსი სივრცე საქართველოშიც, თბილისთან ახლოს ფუნქციონირებს. „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ კავკასიის რეგიონში პირველი ასეთი პროექტია.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრს არ ჰგავს. მაღაზიები აქ პატარა ქუჩებისა და ეზოების გასწვრივ არის განლაგებული, ვიზიტორები კი მათ შორის ღია ცის ქვეშ გადაადგილდებიან – ისე, როგორც მცირე ზომის ქალაქში.
არქიტექტურულ კონცეფციაზე ესპანურმა სტუდია L35-მა იმუშავა, რომელსაც ევროპაში მსგავსი პროექტების შექმნის დიდი გამოცდილება აქვს. პროექტის ავტორებმა ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი იერსახის შენარჩუნება დაისახეს მიზნად და ამას მიაღწიეს კიდეც.
ვილიჯში უკვე 40-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდია წარმოდგენილი. ყოველდღიური თუ სპორტული სამოსის მოყვარულებს აქ Adidas, Puma, Levi’s, Lee, Wrangler, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Lacoste, Jack & Jones, GUESS, Benetton, Sisley, Giordano და Funky Buddha დახვდებათ.
რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, მომხმარებელს ადგილზე Zadig & Voltaire, Monnalisa და Pollini დახვდება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მულტიბრენდული მაღაზია NEW TREND Outlet, სადაც ერთდროულად Dsquared2, Marni, Maison Margiela, Sportmax, Coperni, MSGM, Canali, Corneliani, C.P. Company, Eleventy, N°21 და სხვა ევროპული ბრენდების კოლექციებია წარმოდგენილი.
აქსესუარების შერჩევა Samsonite-ის, Sani Optics-ისა და Shoes Plaza-ს მაღაზიებშია შესაძლებელი, მულტიბრენდულ ფორმატში კი Kids Gallery, Gallery Accent, Salle de Mode, Remember, Regalia და Va Bene ოპერირებს.
უახლოეს პერიოდში არსებულ ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე ცნობილი იტალიური ბრენდი, მათ შორის Bikkembergs და Trussardi, შეუერთდება.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ბრენდები, რომლებიც საქართველოში პირველად სწორედ „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ სივრცეში გამოჩნდება. პირველი ფაზის ექსკლუზიურ ბრენდებს შორის არის ესპანური Bimba Y Lola და Adolfo Dominguez.
ვილიჯის მაღაზიებში ძირითადად გასული სეზონების კოლექციები და სპეციალურად აუთლეტისთვის შექმნილი ხაზებია წარმოდგენილი. ამის გამო ფასები ქალაქის ცენტრში მოქმედ მაღაზიებთან შედარებით შესამჩნევად დაბალი, ხარისხი კი უცვლელია.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ გამორჩეულია იმითაც, რომ ის მულტიფუნქციური სივრცეა და სტუმრებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს. შოპინგის პარალელურად დასვენება და წახემსებაც შესაძლებელია, მალე კი ტერიტორიას საბავშვო ინტერაქციული სივრცეც დაემატება, სადაც პატარები უსაფრთხოდ გაერთობიან.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ გახსნით საქართველოს რითეილ რუკაზე ახალი ტიპის ლოკაცია გამოჩნდა. ის შოპინგს, გასტრონომიასა და დასვენებას ერთ სივრცეში აერთიანებს და ამ დრომდე მისი ანალოგი კავკასიის რეგიონში არ მოიძებნება.
ბრენდების სრული ჩამონათვალის, მიმდინარე შეთავაზებების, სამუშაო საათებისა და ვიზიტის დაგეგმვისთვის საჭირო დეტალების ნახვა „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
(R)