უკრაინელებმა კომპანია Wildberries-ის ბოლომდე განადგურება გადაწყვიტეს?! - რუსეთში კიდევ ერთი საწყობი იწვის - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა კომპანია Wildberries-ის ბოლომდე განადგურება გადაწყვიტეს?! - რუსეთში კიდევ ერთი საწყობი იწვის

რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ პენზაში მდებარე Wildberries-ის საწყობს ხანძარი გაუჩნდა.

თავდასხმის შემდეგ, საწყობის თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა.

Wildberries-ის საწყობზე თავდასხმა პენზას ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომაც დაადასტურა.

"ინტერპრესნიუსი"