100 საუკეთესო კერძი მსოფლიოში - რეიტინგში ქართული "გემრიელობებიც" არიან
მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში.
უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით, ხოლო აჭარული ხაჭაპური 4.33 ქულით 91-ე ადგილს იკავებს.
Tasteatlas-ის მონაცემებით მსოფლიოში საუკეთესო კერძი პარაგვაის ვორი-ვორია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 10 კერძიდან 3 იტალიური სამზარეულოდანაა.
კერძოდ, 2025-26 წლების საუკეთესო კერძების ათეული ასე გამოიყურება:
პარაგვაი - vori-vori
იტალია - Pizza Napoletana
იტალია - Tajarin al tartufo bianco d'Alba
ინდონეზია - Sate kambing
თურქეთი - Oltu cağ kebabı
საბერძნეთი - Kontosouvli