ათენის ცენტრში, ჩემოდანში გარდაცვლილი ქალი იპოვეს - რას წერს მედია საიდუმლოებით მოცულ ამბავზე? - კვირის პალიტრა

ათენის ცენტრში, ჩემოდანში გარდაცვლილი ქალი იპოვეს - რას წერს მედია საიდუმლოებით მოცულ ამბავზე?

ათე­ნის ცენ­ტრში, მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში ჩე­მო­დან­ში ნა­პოვ­ნი ცხე­და­რი იპო­ვეს. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ცხე­და­რი 38 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ქალი, ელი­ზა­ბეტ ჯეინ რო­სის აღ­მოჩ­ნდა. მისი ვი­ნა­ო­ბა ცხედ­რის აღ­მო­ჩე­ნი­დან 11 დღის შემ­დეგ დად­გინ­და.

სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დნმ-ისა და თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის შე­და­რე­ბის შე­დე­გად და­დას­ტურ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი 1988 წელს შოტ­ლან­დი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე აც­ნო­ბეს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მის ოჯახ­საც.ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ელი­ზა­ბეტ ჯეინ როსი ათენ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მათი თქმით, ქალი ბო­ლოს 15 ივ­ლისს ნა­ხეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­ბერ­ძნეთ­ში 29 ივ­ნისს კვიპ­რო­სი­დან ჩა­ვი­და.

ცხე­და­რი 18 ივ­ლისს უსახ­ლკა­რო მა­მა­კაც­მა კიფ­სე­ლის რა­ი­ონ­ში, მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში, ჩე­მო­დან­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ქა­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ აქ­ტი­უ­რი იყო, რაც საქ­მეს კი­დევ უფრო იდუ­მალს ხდის.გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ამოწ­მე­ბენ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს, ფრე­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის ჯავ­შნებს, რათა და­ად­გი­ნონ, რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ქალი სა­ბერ­ძნეთ­ში. გააგრძელეთ კითხვა