"აგრესორი დღეს დაისჯება" - რას აანონსებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი?! - კვირის პალიტრა

"აგრესორი დღეს დაისჯება" - რას აანონსებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი?!

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ რეგიონში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიშებს მიიტანენ.

„აგრესორი დღეს დაისჯება. ის ქვეყნები, რომლებიც აგრესორს ეხმარებიან, თუ თავიანთ ქცევას არ შეცლიან, მკაცრ პასუხს მიიღებენ“, - აცხადებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.

მათი თქმით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურული დარჩება.

„ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ვიდრე ამერიკელი მაღალჩინოსნები მუქარას და რეგიონის საზღვაო მიმოსვლაში ჩარევას არ შეწყვეტენ“, - ნათქვამია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"