რა ღირს "ზუჰაირ მურადის" ულამაზესი საქორწინო კაბა, რომელიც სალომე თარგამაძემ მოირგო
18 ივლისს ბათუმში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის ქალიშვილის, სალომე თარგამაძისა და ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟის, გიგა პაპუნაიშვილის გრანდიოზული ქორწილი შედგა.
ღონისძიების მასშტაბურობის მიუხედავად, საზოგადოებისა და მოდის მოყვარულების განსაკუთრებული ყურადღება პატარძლის კაბამ და მისმა არჩევანმა მიიპყრო. სალომემ ჯვრისწერისა და საქორწინო წვეულებისთვის მსოფლიოში ცნობილი ლიბანელი დიზაინერის, ზუჰაირ მურადის კაბა მოირგო.

ქორწილიდან ორ კვირაში, სალომე თარგამაძის ფოტოები თავად ბრენდის ოფიციალურ საქორწინო გვერდზეც გამოქვეყნდა, წარწერით, რომ ქართველ პატარძალს Zuhair Murad-ის 2026 წლის გაზაფხულის კოლექციის ყვავილებით ნაქარგი საქორწინო კაბა ეცვა.