რუსეთმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეული რაკეტა პირველად გამოიყენა - დაიღუპა ერთი ოჯახის 6 წევრი - კვირის პალიტრა

რუსეთმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეული რაკეტა პირველად გამოიყენა - დაიღუპა ერთი ოჯახის 6 წევრი

რუსეთმა, უკრაინაზე იერიშის დროს სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გასულ ღამეს კრივი-რიჰის მახლობლად განხორციელებული დარტყმისას გამოიყენა, რასაც თითქმის მთელი ოჯახი ემსხვერპლა.

წყაროების განცხადებით, ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენა.

ცნობისთვის, კრივი-რიჰის მახლობად მდებარე სოფელ რადუშნეში, რუსეთის დარტყმის შედეგად ვორონოვების ოჯახის ექვსი წევრი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი. კრივი-რიჰში 31 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

"ინტერპრესნიუსი"