დრონებით შეტევა ვოლგოგრადში Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის ადგილებში დიდი ხანძარი გაჩნდა.
დარტყმები განხორციელდა Wildberries-ის ლოჯისტიკურ კომპლექსზე, რომლის ფართობი 44 000 კვადრატული მეტრია და რომელიც ვოლგოგრადის, ასტრახანის და მეზობელი რეგიონების მთავარი ლოჯისტიკური ცენტრია. ასევე ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის გამო, ხანძარი დაფიქსირდა ვოლგოგრადის სამხრეთით მდებარე საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსის სამრეწველო ობიექტში, ასევე ძერჟინსკის რაიონში მდებარე საწყობებში.
“ინტერპრესნიუსი“