"პრემიერს ამის გაკეთების უფლება ჰქონდა, თქვენ ხომ არ შეგითანხმებთ?!" - თენგიზ შარმანაშვილი მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობაზე - კვირის პალიტრა

"პრემიერს ამის გაკეთების უფლება ჰქონდა, თქვენ ხომ არ შეგითანხმებთ?!" - თენგიზ შარმანაშვილი მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ პრიორიტეტულია რეგიონული საკითხები და პოლიტიკის უფრო მაღალ დონეზე შემუშავება, ვიდრე აქამდე იყო, ამიტომ პრემიერმა გადაწყვიტა, რომ ეს თანამდებობა შემოეღო, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარდგენის თაობაზე დასმულ კითხვას.

“როცა პარლამენტი შესაბამისს კანონში ცვლილებებს შეიტანს, აპირებს ამ თანამდებობაზე გამოცდილი ადამიანი წარადგინოს - ეს არის და ეს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონსტიტუციით ამის გაკეთების უფლება ჰქონდა და გააკეთა - რა გინდათ, თქვენ ხომ არ შეგითანხმებთ?!“, - მიმართა ჟურნალისტს თენგიზ შარმანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა