"ასეთი რთული დღეები არასდროს გამომივლია... ღამეები არ მეძინა" - რას ჰყვებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც წლებია, რაც საფრანგეთში ცხოვრობენ - კვირის პალიტრა

"ასეთი რთული დღეები არასდროს გამომივლია... ღამეები არ მეძინა" - რას ჰყვებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც წლებია, რაც საფრანგეთში ცხოვრობენ

"3 მცირეწლოვან შვილთან ერთად საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში უკვე 4 წელია, რაც ვცხოვრობ. ასეთი რთული დღეები არასდროს გამომივია. ბარგი ჩალაგებული მქონდა, ღამეები არ მეძინა. ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა ევაკუაცია. ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი. ახლა სიტუცია შედარებით დასტაბილურდა და ჩვენც დავმშვიდდით", - ამბობს ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

საფრანგეთსა და ესპანეთში უკვე რამდენიმე დღეა ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ევროპის სამხრეთ-დასავლეთში უკიდურესად მაღალი ტემპერატურა, გვალვა და ძლიერი ქარი ცეცხლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს, რის გამოც ორივე ქვეყანაში ათასობით მეხანძრე, სამხედრო და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

ბოლო ინფორმაციით, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ბორდოს მიმდებარედ ყველაზე დიდი ხანძარი უკვე ნაწილობრივ კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მეხანძრეები ცალკეული აქტიური კერების ლოკალიზებას კვლავ განაგრძობენ.

ბორდოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ქალაქში ძლიერი დაკვამლიანებაა და ჰაერის ხარისხი საგრძნობლად გაუარესებულია. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ურჩევს, ქუჩაში გადაადგილებისას დამცავი ნიღბები გამოიყენონ.

განაგრძეთ კითხვა