"ქვაზე იჯდა და გაქრაო, 2 წამში გაქრაო, ასე მითხრეს..." - რას ჰყვება დედა, რომელიც 12 წლია, რაც ექსკურსიაზე, მოულოდნელად გაუჩინარებულ შვილს ეძებს - კვირის პალიტრა

"ქვაზე იჯდა და გაქრაო, 2 წამში გაქრაო, ასე მითხრეს..." - რას ჰყვება დედა, რომელიც 12 წლია, რაც ექსკურსიაზე, მოულოდნელად გაუჩინარებულ შვილს ეძებს

12 წე­ლია დედა, სოფო ბა­ბი­ლაშ­ვი­ლი, 17 წლის ვაჟს ეძებს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან ლო­მი­სო­ბა­ზე ჩა­ვი­და და უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. გუ­რა­მი მლე­თა­ში მე­გო­ბა­რი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფს გაჰ­ყვა. ყვე­ლა მათ­გა­ნი, 13 ადა­მი­ა­ნი, თბი­ლის­ში ისე დაბ­რუნ­და, რომ არც ერთ მათ­განს არ აქვს პა­სუ­ხი, სად გაქ­რა მათი მე­გო­ბა­რი გუ­რა­მი და რა­ტომ არ დაბ­რუნ­და მათ­თან ერ­თად.

მას შემ­დეგ 12 წე­ლია, დედა ელო­დე­ბა პა­სუ­ხებს, ეძებს შვილს და ამ­ბობს, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მას­თან არა­სო­დეს მი­სუ­ლა, არა­სო­დეს და­უ­კი­თხავთ, გუ­რამ­თან ერ­თად ლო­მი­სო­ბა­ზე მყო­ფი ახალ­გაზ­რდებ­მა კი მას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ისურ­ვეს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც დაბ­ლო­კეს.

რო­გორც დედა პოდ­კას­ტში "შენი ამ­ბა­ვი თა­ი­ას­თან" იხ­სე­ნებს, გუ­რა­მი მა­მი­დას­თან იყო სტუმ­რად თბი­ლის­ში და მე­ზო­ბელ ბავ­შვებ­თან ერ­თად ექ­სკურ­სი­ა­ზე წა­ვი­და.

"ექ­სკურ­სი­ა­ზე მივ­დი­ვარ­თო, მი­თხრა. ღა­მის 10 სათ­ზე წა­სუ­ლან ბავ­შვე­ბი, 14-ნი იყ­ვნენ სულ. მაღ­ლა ავიდ­ნენ მთა­ზე ტა­ძარ­ში, მო­ი­ლო­ცეს და დაბ­ლა ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა 17 წლის ასა­კის იყო, ერთი უფ­რო­სი ახ­ლდათ კახა გე­ლაშ­ვი­ლი. ორი გოგო ჰყავს, იმათ გავ­ყე­ვიო, რო­გორც თვი­თონ იძა­ხის ეხლა. მა­შინ ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვე­ბი წა­იყ­ვა­ნა ექ­სკურ­სი­ა­ზე. ბი­ჭე­ბიც იყ­ვნენ და გო­გო­ე­ბიც, არ ვიც­ნობ მათ, სა­ხე­ლი და გვა­რე­ბიც არ ვიცი. ვი­სიც ვიცი, გუ­რი­კას მე­გობ­რე­ბი­დან და­ვი­მა­ტე და იმა­თაც დამ­ბლო­კეს... რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, მა­მი­და­მისს უთხრეს, რომ გუ­რი­კას გზა აე­რი­აო და აქ ხომ არ მო­ვი­დაო. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო