აფეთქება მოსკოვის ელიტურ რესტორანში: არის მსხვერპლი - დივერსია თუ? - კვირის პალიტრა

აფეთქება მოსკოვის ელიტურ რესტორანში: არის მსხვერპლი - დივერსია თუ?

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში, კუდრინკის მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში აფეთქება მოხდა. როგორც ცნობილია, აფეთქებისას 15 ადამიანი დაშავდა, 3 კი დაიღუპა.

ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც ცნობილია, აფეთქება რესტორან Balzi Rossi-ში მოხდა.

ტელეგრამ არხების ცნობით, 1-ელ აგვისტოს რესტორანი დახურეს და კერძო ღონისძიება იმართებოდა. ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ცნობით, რესტორანში საქორწილო წვეულება გაიმართა. სხვა არხების ცნობით კი აქ გენერლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა როგორც წერენ, სამზარეულოში გაზი აფეთქდა. წყარო