"არასრულწლოვნებს სოც ქსელებში ღირსების შემლახავი, დამონტაჟებული მასალების გავრცელებით ემუქრება, სანაცვლოდ 10 000 ლარს ითხოვს" - რას ჰყვებიან დაზარალებულები კიბერდამნაშავეზე? - კვირის პალიტრა

"არასრულწლოვნებს სოც ქსელებში ღირსების შემლახავი, დამონტაჟებული მასალების გავრცელებით ემუქრება, სანაცვლოდ 10 000 ლარს ითხოვს" - რას ჰყვებიან დაზარალებულები კიბერდამნაშავეზე?

“ინ­სტაგ­რამ­სა“ და “ტიკ-ტოკ­ზე“ უც­ნო­ბი მომ­ხმა­რე­ბე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის და მათი მშობ­ლე­ბის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ში­ნა­არ­სის და­მონ­ტა­ჟე­ბულ ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას ავ­რცე­ლებს.

კი­ბერ­მო­ძა­ლა­დე ათი ათას ლარს ითხოვს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი სამ ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბა.რო­გორც “პირ­ვე­ლებს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ეუბ­ნე­ბი­ან, აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო, მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რა და სწო­რედ ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რა მუხ­ლით და­ი­წყებს ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბა ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა.

“პირ­ვე­ლებს“ რამ­დე­ნი­მე მშო­ბე­ლი და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი, უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ტე­რო­რის მსხვერ­პლნი არი­ან, ყალ­ბი ექა­უნ­თით, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის პოსტს დებს და თან­ხას ითხოვს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში 3 ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბა.

“4 დღეა, ამ ქა­ოს­ში ვართ, ბავ­შვე­ბი ისე­თი დას­ტრე­სი­ლე­ბი არი­ან, და­კე­ტეს ყვე­ლა­ფე­რი, გა­ა­უქ­მეს, სახ­ლი­დან აღარ უშ­ვე­ბენ მშობ­ლე­ბი. ყო­ველ სა­ღა­მო ვე­ლო­დე­ბით, რომ გა­მოჩ­ნდეს ეს ადა­მი­ა­ნი და უსა­ზი­ზღრე­სი რა­ღა­ცე­ბი და­წე­როს. ფო­ტო­ე­ბი რომ აღარ გა­მო­აქ­ვეყ­ნოს, ითხოვს 10 ათასს, რეს­ტო­რან კა­რიბ­ჭეს­თან და­დეთ, 100 ლა­რი­ა­ნი კუ­პი­უ­რე­ბი­თო. 112-ში დავ­რე­კე ჯერ, რად­გან მა­ნამ­დე 3 მშო­ბე­ლი იყო მი­სუ­ლი და გან­ცხა­დე­ბა არ და­ა­წე­რი­ნეს, ჩვე­ნო ინ­სტაგ­რამ­ზე წვდო­მა არ გვაქ­ვსო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პო­ლი­ცია ვერ შე­ე­ხე­ბა,“ - ამ­ბობს ერთ-ერთი მშო­ბე­ლი.ერთ-ერთი მშობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­ქა­რე­ბის გამო ბავ­შვე­ბი ისეთ სტრეს­ში არი­ან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბაც კი დას­ჭირ­დათ.

“სოფ­ლის 50 ბავ­შვზე, შე­იძ­ლე­ბა უკვე მეტ­ზეც ავი­და, და­ა­მა­ტა და და­ა­მა­ტა, დაგ­ვდო ინ­სტაგ­რამ გვერ­დზე, ახლა უკვე გა­და­ვი­და ტი­კტოკ­ზე, ფულს ითხოვს და თუ არ მო­ი­ტანთ, ჩემი ადა­მი­ა­ნიო, 3 გოგო გვყავს თვალ­ში და ყელს გა­მოს­ჭრი­სო, აქამ­დე ფო­ტო­ებს ხმა­რობ­და, ახლა უკვე ზა­რე­ბი და­ი­წყო ტე­ლე­ფონ­ზე. სა­გა­რე­ჯომ რომ ვერ გა­არ­კვია, გა­და­ა­მი­სა­მარ­თა, თბი­ლი­სის სუს-ი გვყავს ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ ვე­რა­ფერს იგე­ბენ. არა­ფე­რი იცი­ან. 2 ბავ­შვი სტრე­სის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა“, - ამ­ბობს კი­დევ ერთი მშო­ბე­ლი.

ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად საქ­მე­ში ჩა­ერ­თო ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­ფა­რი“.

“აქ სა­უ­ბა­რია, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებ­ზე და რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ რე­ა­გი­რე­ბა უს­წრა­ფე­სად მო­ახ­დი­ნოს, რად­გან საქ­მე არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს ეხე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ქმე­დე­ბე­ბი ლა­ხავს მათ ღირ­სე­ბას. ვიდ­რე, მათი და­კა­ვე­ბა მოხ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა იქ­ნებს გა­ტა­რე­ბუ­ლი და გა­მო­წე­რი­ლი იქ­ნეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის თუ პი­რე­ბის მი­მართ,“- ამ­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.