"შერბეთის" ვარსკვლავი ნარკოტიკების გამო სერიალიდან გააგდეს - ხმაური გადასაღებ მოედანზე
პოპულარული თურქული სერიალის, "შერბეთის" გადასაღებ მოედანზე ხმაურიანი სკანდალია. მსახიობმა ფეიზა ჯიველექმა, რომელმაც მაყურებელს თავი ნილაის როლით შეაყვარა, პროექტი სკანდალურად დატოვა. როგორც ირკვევა, მისი წასვლის მიზეზი საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივნისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სერიალის კიდევ ერთი ვარსკვლავის, დოღუქან გუნგორის დაკავების შესახებ. მას შემდეგ, რაც ნარკოტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, იგი გადაღებებიდან ჩამოაცილეს. მალევე კი გაირკვა, რომ ანალოგიურ შავ სიაში მისი კოლეგაც აღმოჩნდა.
სისხლის ანალიზმა ცალსახა შედეგი ვერ აჩვენა, თუმცა პოლიციამ აკრძალული ნივთიერების კვალი ფეიზას თმაში აღმოაჩინა. სამართალდამცავების თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ საქმე ეხებოდა სწორედ ნარკოტიკულ საშუალებას და არა ძლიერმოქმედ მედიკამენტებს.თურქული მედიის ცნობით, მსახიობი სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში ადრეც მოხვედრილა იმავე ნივთიერების შეძენის გამო. თუმცა მაშინ საქმე ოფიციალური მსვლელობა არ მიეცა - მიზეზი მისი გავლენიანი დედა, „შერბეთის“ მთავარი სცენარისტი მელისა ჯიველექი იყო, რომელმაც შვილის გადარჩენა შეძლო.

საზოგადოებრივი წნეხი და პროექტიდან გაგდება
ამჯერად ფეიზას პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება არ გამოუვიდა. სერიალის პროდიუსერებმა მაყურებლის უარყოფითი რეაქციის შიშით თვალი ვერ დახუჭეს მომხდარზე - მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ნარკოტიკების წინააღმდეგ მასშტაბური სახელმწიფო კამპანია მიმდინარეობს.
შედეგად, უმცროსი ჯიველექი სამსახიობო დასიდან გარიცხეს. თუმცა, პროექტმა მისი წასვლა მაქსიმალურად კორექტულად შეფუთა. თვითონ ფეიზამ განაცხადა, რომ თავისი პერსონაჟი ძალიან უყვარს და ოთხწლიანი გადაღებების შემდეგ მასზე თბილი მოგონებები დარჩება. განთავისუფლების რეალურ მიზეზებზე მსახიობს, რა თქმა უნდა, არ უსაუბრია.