დადასტურდა: ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა - რატომ გადადგა "სახელმწიფო ელექტროსისტენის" გენდირექტორი?!
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, გიორგი აბრამიშვილი ადასტურებს, რომ „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც გიორგი აბრამიშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აცხადებს, ზარდიაშვილი საკუთარი სურვილით გადადგა, ახლა კუთვნილ შვებულებაშია და შვებულების დასრულების შემდეგ „წავა“.
“შვებულებაშია ახლა და მერე წავა. არ მგონია, მისი წასვლა სემეკს უკავშირდებოდეს. სემეკის დასკვნას არ ვეთანხმები, იქ სუბიექტურ მიზეზებზეა საუბარი. ის ვერ იქნება, რომ ზარდიაშვილის ბრალია, რომელიც 1 წელია აქ არის. ის, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს ჩვენს ხაზებს, ათეულობით წლებია, ერთი პიროვნების ბრალი ვერ გახდება.
სემეკის შეფასება ობიექტური არ იყო და ეს ზარდიაშვილმაც იცოდა, ამიტომ ეს [მისი წასვლის მიზეზი] ვერ გახდებოდა. საქართველოში იმყოფება როგორც ვიცი. ძალიან ეფექტურ მენეჯერად მივიჩნევ და ადამიანად, რომელმაც დიდი ხნის არეული სისტემა დაალაგა და გამჭვირვალე გახადა“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"