"გეძებ ყველგან...გეძებ იმ გზებზე, სადაც ერთად გვივლია... “ - შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა
შოვის ტრაგედიიდან დღეს 3 წელი გავიდა. მეწყრის ერთ-ერთი მსხვერპლი 25 წლის დავით ბერიაშვილია. მისი დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"25 წელი ვზრდიდით ერთმანეთს, 25 წელი გვიხაროდა და გვწყინდა ერთად. ერთად ვტიროდით და ვიცინოდით. ბევრს გაწვალებდი და გაბრაზებდი, როცა მეც პატარა ვიყავი.
მერე დავმეგობრდით და ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს.
მეგონა მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა და შენით უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი. განგებას ყოველ დღე მადლობას ვუხდიდი იმისთვის, რომ მყავდი იმედად და საყრდენად.