რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, არის მსხვერპლი - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია? - კვირის პალიტრა

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, არის მსხვერპლი - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია?

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, რის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა , - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ განჟას ცნობით, დაღუპულებს შორის მაშველი და მისი რვა წლის ვაჟია.

რუსული ძალების იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

რუსების დარტყმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს.

"ინტერპრესნიუსი"