რუსეთში, ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის - რას წერს უკრაინული მედია - კვირის პალიტრა

რუსეთში, ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის - რას წერს უკრაინული მედია

რუსეთში, ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქის კრასნი ბორში მდებარე Wildberries-ის საწყობში ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმა დაადასტურა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომაც და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვამ ოლქის თავზე 17 დრონი ჩამოაგდო.

დრონებით იერიში განხორციელდა მოსკოვის ოლქზეც, სადაც სამიზნე ქალაქ ჩეხოვში მდებარე Wildberries-ის საწყობი იყო.

“ინტერპრესნიუსი“