სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.