(ვიდეო) “შვი­დი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სამი ბავ­შვი, და­ი­ღუ­პა“ - რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინული დრონი დამსვენებლებით სავსე სანაპიროზე აფეთქდა - კვირის პალიტრა

(ვიდეო) “შვი­დი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სამი ბავ­შვი, და­ი­ღუ­პა“ - რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინული დრონი დამსვენებლებით სავსე სანაპიროზე აფეთქდა

სამ­ხრეთ რუ­სეთ­ში, ერთ-ერთ ხალ­ხმრა­ვალ სა­ნა­პი­რო­ზე დრო­ნი ჩა­მო­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც შვი­დი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სამი ბავ­შვი, და­ი­ღუ­პა, - ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ მიფ­რი­ნავს დრო­ნი კლდის­კენ, შემ­დეგ კი სა­ნა­პი­რო­ზე ფეთ­ქდე­ბა, მა­შინ როცა ტუ­რის­ტე­ბი ნა­პირ­ზე და ზღვა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.კრას­ნო­და­რის მხა­რის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ვე­ნი­ა­მინ კონ­დრა­ტი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, და­შა­ვე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 40-ს აღ­წევს, მათ­გან 17 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მისი თქმით, ეს იყო "უკ­რა­ი­ნის მიერ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იე­რი­ში“. უკ­რა­ი­ნა­ში აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ორი­ვე მხა­რე უარ­ყოფს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებს გან­ზრახ ეს­ხმის თავს.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო