"საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ ”მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების სახე!" - ნინო წილოსანი - კვირის პალიტრა

"საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ ”მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების სახე!" - ნინო წილოსანი

საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ ”მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე! - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წლობით ვხედავდით ტურიზმისა და რუსული კაპიტალის წახალისებას, რასაც პროტესტის ნაცვლად, ტაშით ხვდებოდნენ დღევანდელი რადიკალები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი წერს.

წილოსანი ამავე კონტექსტში აღნიშნავს, რომ “2022 წლიდან მათ უცებ „გაიღვიძეს“ და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თავგამოდებულ “რუსოფობებად” მოგვევლინნენ“.

“დღეს პრემიერმა სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა: “ რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?”

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წლობით ვხედავდით ტურიზმისა და რუსული კაპიტალის წახალისებას, რასაც პროტესტის ნაცვლად, ტაშით ხვდებოდნენ დღევანდელი რადიკალები.

2022 წლიდან მათ უცებ „გაიღვიძეს“ და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავგამოდებულ “რუსოფობებად” მოგვევლინნენ."

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა