როგორ იწვის რუსეთი - "უკრაინამ ბოლო 18 დღის განმავლობაში რუსეთში, Wildberries-ის 15 საწყობს დაარტყა" - კვირის პალიტრა

როგორ იწვის რუსეთი - "უკრაინამ ბოლო 18 დღის განმავლობაში რუსეთში, Wildberries-ის 15 საწყობს დაარტყა"

უკრაინამ ბოლო 18 დღის განმავლობაში რუსეთში Wildberries-ის 15 საწყობს დაარტყა, - ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განაცხადა.

რობერტ ბროვდის ცნობით, უკრაინული დრონების იერიშების შედეგად Wildberries-ის 15 საწყობიდან 13 დაიწვა.

ასევე, „მადიარმა“ დაადასტურა, რომ დღეს დილით უკრაინამ ლენინგრადის ოლქში მდებარე Wildberries-ის მსხვილ ლოჯისტიკურ ცენტრს დაარტყა.

„მადიარმა“ დრონებით იერიშის შედეგად მიყენებული ზიანის დეტალები არ გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"