"ვილნიუსიდან დაბრუნების შემდეგ თემურ ქეცბაიასა და გიორგი ლორიას შორის "დინამოს" ბაზაზე დაძაბული საუბარი შედგა" - რას წერს GEO TEAM
GEO TEAM-ის ცნობით, თემურ ქეცბაიასა და გიორგი ლორიას შორის თბილისის "დინამოს" ბაზაზე დაძაბული საუბარი შედგა:
"ვილნიუსიდან დაბრუნების შემდეგ თემურ ქეცბაიასა და გიორგი ლორიას შორის "დინამო" თბილისის ბაზაზე დაძაბული საუბარი შედგა.
𝐆𝐄𝐎 𝐓𝐄𝐀𝐌-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიამ "დინამო" თბილისიდან გიორგი ლორიას გაშვება გადაწყვიტა.
გადაწყვეტილების შესახებ მთავარმა მწვრთნელმა გუნდს თეორიაზეც აცნობა.
ამ მომენტისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "დინამო" თბილისის ხელმძღვანელობა.
2009-2014 წლებში ერთად საქართველოს ნაკრებში, 2019-2022 წლებში ერთად ანორთოსისში. მწვრთნელის და ფეხბურთელის მრავალწლიანი ურთიერთობა დაიძაბა..." - ვკითხულობთ GEO TEAM-ის გვერდზე