“მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის" - რა სთხოვა ლანა ლატარიას დედამ ნანუკა ჟორჟოლიანს?
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რა დააბარა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას მეუღლემ:
“მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის. რა კარგია რომ მოხვედი ნანუკა, მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა” - მომატირა პანაშვიდზე მისულს, ქართველი მეომრის, ზაალ ლატარიას მეუღლემ, რომელიც ემიგრაციიდან ჩამოვიდა შვილის დასატირებლად.
“ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც. ორი შვილი ჰყავდა - ორივე მონათლული. ჯვარი დაწერილი ჰქონდა. იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა. კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა. გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო. გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ. მატირონ შვილი. მამამის ატირონ შვილი" - მთხოვა ყველასთვის მადლობა გადმომეცა, ვინც იზიარებთ მათ მწუხარებას. ძალიან მძიმე სანახავია, მებრძოლი, გაუტეხელი კაცის ცრემლების ნახვა" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.