მოსწავლეთა რომელი კატეგორია მიიღებს უფასოდ ფორმებს? - კვირის პალიტრა

მოსწავლეთა რომელი კატეგორია მიიღებს უფასოდ ფორმებს?

სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 3 აგვისტოს გამოცემული დადგენილების თანახმად, განისაზღვრა ბავშვების ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

ა) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;

ბ) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;

გ) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;

დ) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;

ე) განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

ვ) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

განაგრძეთ კითხვა