ტრაგედია ავტობანზე: მიკროავტობუსისა და ევაკუატორის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ავტობანზე: მიკროავტობუსისა და ევაკუატორის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ქუთაისის ავტობანზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"