ნაომი ქემპბელი თბილისში ჩამოდის - სულ სხვა ამპლუაში ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელს?
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელი ნაომი ქემპბელი საქართველოში ჩამოდის. თუმცა ამჯერად ქართველი გულშემატკივრების წინაშე ის არა პოდიუმზე, არამედ DJ-ის ამპლუაში წარდგება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება 26 სექტემბერს, თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართება. ღონისძიებას Mono Hall და Boom Boom Booking Agency მასპინძლობენ.
ნაომი ქემპბელი ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო მუსიკალურ და მოდის ღონისძიებებში, სადაც DJ სეტებით გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი უპირველესად მსოფლიო მოდის ინდუსტრიას უკავშირდება, სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ პრესტიჟულ ღონისძიებებზე მუსიკალური შესრულებითაც არაერთხელ წარდგა.

ნაომი ქემპბელი თანამედროვე მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ის თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებთან, არაერთი ცნობილი ჟურნალის გარეკანი დაამშვენა და დღემდე რჩება საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ.
მისი თბილისში ვიზიტი, სავარაუდოდ, წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შოუბიზნესის მოვლენა იქნება და დიდი ინტერესის საგანი როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.