"მესამე „ბლექაუტი” - ზარდიაშვილი თან შვებულებაშია, თან, მოხსენით და ახლა ვისი ბრალია? სისტემაში მაჯლაჯუნა ჩატოვა?" - რას წერს გივი თარგამაძე შუქის ჩაქრობაზე? - კვირის პალიტრა

"მესამე „ბლექაუტი” - ზარდიაშვილი თან შვებულებაშია, თან, მოხსენით და ახლა ვისი ბრალია? სისტემაში მაჯლაჯუნა ჩატოვა?" - რას წერს გივი თარგამაძე შუქის ჩაქრობაზე?

„ეგეც მესამე ბლექაუტი! - სუს-ი, საბოტაჟი გამოიძიეთ? თუ, შუქი არ გაქვთ და ვერ მუშაობთ?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე წერს, რითაც ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვას ეხმაურება.

გივი თარგამაძის თქმით, საქართველოს ენერგოსისტემა „ბიტკოინების ფერმას ვეღარ აუდის“

„ეგეც მესამე "ბლექაუტი"! ზარდიაშვილი თან შვებულებაშია, თან, მოხსენით (რაც გამიხარდა) და ახლა ვისი ბრალია? სისტემაში მაჯლაჯუნა ჩატოვა? სუს-ი, საბოტაჟი გამოიძიეთ? თუ, შუქი არ გაქვთ და ვერ მუშაობთ? გამორთეთ გლუვის ბიტკოინების ფერმა, ვეღარ აუდის სისტემა მისი "კაპეიკების" ძერწვას, ხომ ხედავთ? ხოდა - კი თუ არა? ეს კითხვა კიდევ რელევანტურია? უფრო სწორად, ამ კითხვაზე პასუხებში "არა"- ს ფიგურირება?“, - წერს გივი თარგამაძე.