გიგა ავალიანის საქმეზე აკავებენ ანასტასია ბერუაშვილსაც - კვირის პალიტრა

გიგა ავალიანის საქმეზე აკავებენ ანასტასია ბერუაშვილსაც

ამ წუ­თებ­ში სა­მარ­თალ დამ­ცა­ვე­ბი მას­წავ­ლე­ბელ, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე კი­დევ ერთ ფი­გუ­რანტს, ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს აკა­ვე­ბენ. ის აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მსჯავ­რდა­დე­ბულ გი­ორ­გი რი­კა­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლია.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა მას სის­ხლის სა­მარ­თლის 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით აკა­ვე­ბენ, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ცნო­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლომ გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე რამ­დე­ნი­მე პირი უკვე ცნო დამ­ნა­შა­ვედ. კერ­ძოდ, სა­სა­მარ­თლომ დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18, 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ლ’’ ქვე­პუნ­ქტით , რაც ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 13-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რა დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვანს 5 ეპი­ზოდს, მათ შო­რის, გიგა ავა­ლი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და დიდ დი­ღომ­ში ძა­ლა­დობ­რივ ჯგუ­ფურ მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბო­და. მას აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში 6.9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ჩი­ქო­ვან­თან ერ­თად გა­სა­მარ­თლდნენ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი რი­კა­ძეც, რო­მელ­თაც 10.6-10.6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვთ მის­ჯი­ლი.

ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, 2025 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რი­კა­ძის და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი რი­კა­ძე ჯგუ­ფუ­რად თავს და­ესხნენ გიგა ავა­ლი­ანს, რო­მელ­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, რის შე­დე­გა­დაც 2025 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ამა­ვე ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ მზად­დე­ბო­და და ჩა­დე­ნი­ლი იყო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რის შე­სა­ხე­ბაც მან სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.