"აღმოჩნდა, რომ მზის ზედაპირზე ეს პროცესი თითქმის ყველგან მიდის" - აშშ-ის, მზის ეროვნული ობსერვატორიის ქართველი ასტრონომი ახალ კვლევაზე - კვირის პალიტრა

"აღმოჩნდა, რომ მზის ზედაპირზე ეს პროცესი თითქმის ყველგან მიდის" - აშშ-ის, მზის ეროვნული ობსერვატორიის ქართველი ასტრონომი ახალ კვლევაზე

აშშ-ის, მზის ეროვ­ნუ­ლი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ქარ­თვე­ლი ას­ტრო­ნო­მი, და­ვით ქუ­რი­ძე მზის ზე­და­პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნალ Nature-ს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც წერს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში მზის ზე­და­პი­რის ყვე­ლა­ზე დე­ტა­ლუ­რი კად­რე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

და­ვით ქუ­რი­ძე:"მე­გობ­რე­ბო, გუ­შინ ჟურ­ნალ Nature-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩვე­ნი ახა­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან აღ­მო­ჩე­ნად შე­ფას­და.

გვქონ­და ძა­ლი­ან დიდი მე­დია გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვან­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია და ნი­უ­სი. ქვე­მოთ გი­ზი­ა­რებთ CNN-ის სტა­ტი­ას, თუ და­გა­ინ­ტე­რე­სებთ. სხვებ­საც გა­ვა­ზი­ა­რებ.

მთა­ვა­რი მიგ­ნე­ბა არის ის, რომ მზის ზე­და­პირ­ზე, პლაზ­მის ნა­კა­დე­ბი­სა და და­მაგ­ნი­ტე­ბუ­ლი არე­ე­ბის სა­ზღვარ­ზე წარ­მო­იქ­მნე­ბა კელ­ვინ-ჰელ­მჰოლ­ცის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა. ეს არის პრო­ცე­სი, რომ­ლის დრო­საც სხვა­დას­ხვა სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ორი ნა­კა­დის სა­ზღვარ­ზე რე­გუ­ლა­რუ­ლი, გრი­გა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი გე­ნე­რირ­დე­ბა.

განაგრძეთ კითხვა