დიდი ტრაგედია ხობში: მდინარეში დედა-შვილი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

დიდი ტრაგედია ხობში: მდინარეში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ ისიც გაიტაცა.

ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

"ინტერპრესნიუსი"