ხობში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: "ბავშვი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა და..." - კვირის პალიტრა

ხობში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: "ბავშვი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა და..."

ცნობილი ხდება ხობში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები. შეგახსენებთ, რომ ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა.

ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.