რა ხდება ამ დროისთვის ხობში, ტრაგედიის ადგილას, სადაც დედა-შვილი მდინარეში დაიხრჩო - კვირის პალიტრა

რა ხდება ამ დროისთვის ხობში, ტრაგედიის ადგილას, სადაც დედა-შვილი მდინარეში დაიხრჩო

ხობში, მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

"ინტერპრესნიუსი"