"სამგორის" მეტროში გარდაცვლილი სტუდენტის, მარიამ ტყემალაძის დედა ექსპერტიზის პასუხს აქვეყნებს - რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

"სამგორის" მეტროში გარდაცვლილი სტუდენტის, მარიამ ტყემალაძის დედა ექსპერტიზის პასუხს აქვეყნებს - რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი?

სამ­გო­რის მეტ­რო­ში გარ­დაც­ვლი­ლი სტუ­დენ­ტის, მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს აქ­ვეყ­ნებს.

დე­დის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად, კარ­დი­ო­მი­ო­ცი­ტე­ბის მწვა­ვე იშე­მი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა დგინ­დე­ბა."გვა­მის სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვი­სა და და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დად­გე­ნი­ლე­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ექ­სპერ­ტი­ზა მი­დის შემ­დეგ შე­დე­გე­ბამ­დე - მო­ქა­ლა­ქე მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია კარ­დი­ო­მი­ო­ცი­ტე­ბის მწვა­ვე იშე­მი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა.

გვა­მის გა­მოკ­ვლე­ვი­სას ნა­ნა­ხი სიკ­ვდი­ლის შემ­დგო­მი გვა­მუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით: სიკ­ვდი­ლის დად­გო­მი­დან გვა­მის გა­მოკ­ვლე­ვამ­დე გა­სუ­ლი უნდა იყოს და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თი.მო­ქა­ლა­ქე მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის გვა­მის გა­რეგ­ნუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვით აღი­ნიშ­ნე­ბო­და "ვე­ნა­კა­თე­ტე­რი­ზა­ცი­ის" (სა­მე­დი­ცო მა­ნი­პუ­ლა­ცია) კვა­ლი," - ვკი­თხუ­ლობთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში.