რა სასჯელი ემუქრება ნია იმნაძეს? - კვირის პალიტრა

რა სასჯელი ემუქრება ნია იმნაძეს?

ბრალ­დე­ბულ­მა ნია იმ­ნა­ძემ მის მე­გობ­რებს ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს და გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას უთხრა, თით­ქოს­და, მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და მის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით ბრალ­დე­ბულ­მა ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი წა­ა­ქე­ზა, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად თავს დას­ხმო­და გიგა ავა­ლი­ანს, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა გი­ორ­გი რი­კა­ძეს­თან, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას­თან და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვან­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნუ­ლი წა­ქე­ზე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა გა­ნიზ­რა­ხა.„ ამ მიზ­ნით და­ად­გი­ნეს გიგა ავა­ლი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბა, შე­ა­მოწ­მეს მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, სა­ი­და­ნაც გად­მოტვირ­თეს ფოტო იმი­სათ­ვის, რომ აღექ­ვათ და და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნათ ვი­ზუ­ა­ლუ­რად. გა­არ­კვი­ეს მისი სა­მუ­შაო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­სა­მარ­თე­ბი, შე­ის­წავ­ლეს მისი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, რა გზით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში. შე­არ­ჩი­ეს გან­ზრახ­ვის შეს­რუ­ლე­ბის ად­გი­ლი და და­ი­წყეს თვალ­თვა­ლი.

2025 წლის 29 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით მი­ვიდ­ნენ თბი­ლის­ში, ზღვის უბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე სას­წავ­ლო ცენ­ტრთან, სა­დაც მო­ა­წყვეს ჩა­საფ­რე­ბა და ყვე­ლა პი­რო­ბა ჰქონ­დათ შექ­მნი­ლი თავ­დას­ხმის მო­სა­წყო­ბად, თუმ­ცა ამ დღეს მათ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზის გამო გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლეს.

2025 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რი­კა­ძის და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი რი­კა­ძე ჯგუ­ფუ­რად თავს და­ესხნენ გიგა ავა­ლი­ანს, რო­მელ­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, რის შე­დე­გა­დაც 2025 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის წა­ქე­ზე­ბის ფაქ­ტზე ნია იმ­ნა­ძეს და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა ცოტა ხნის წინ წა­რუდ­გი­ნა.