"დაკავებულია 3 პირი, რომლებიც სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს" - რას აცხადებს საგამოძიებო სამსახური - კვირის პალიტრა

"დაკავებულია 3 პირი, რომლებიც სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს" - რას აცხადებს საგამოძიებო სამსახური

ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი­სა და ყალ­ბი აქ­ცი­ზუ­რი მარ­კე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 7 პი­რის მი­მართ და­ი­წყო, რო­მელ­თა­გან 3 და­კა­ვე­ბუ­ლია.

რო­გორც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი კუს­ტა­რუ­ლად მო­წყო­ბილ სა­წარ­მო­ებ­ში სპირ­ტი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სის­ტე­მა­ტუ­რად ამ­ზა­დებ­დნენ ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ ვის­კი­სა და სხვა ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია ყალ­ბი აქ­ცი­ზუ­რი მარ­კე­ბით აჭა­რის რე­გი­ონ­ში მა­ღა­ზი­ებ­სა და ბა­რებ­ში რე­ა­ლიზ­დე­ბო­და.

„სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და ყალ­ბი აქ­ცი­ზუ­რი მარ­კე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს. სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 7 პი­რის მი­მართ და­ი­წყო, რო­მელ­თა­გან 3 და­კა­ვე­ბუ­ლია.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, კუს­ტა­რუ­ლად მო­წყო­ბილ სა­წარ­მო­ებ­ში სპირ­ტი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სის­ტე­მა­ტუ­რად ამ­ზა­დებ­დნენ ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ ვის­კი­სა და სხვა ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია ყალ­ბი აქ­ცი­ზუ­რი მარ­კე­ბით აჭა­რის რე­გი­ონ­ში მა­ღა­ზი­ებ­სა და ბა­რებ­ში რე­ა­ლიზ­დე­ბო­და. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, კუს­ტა­რუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი­დან და სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვის­კი და არა­ყი, დიდი ოდე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა ბრენ­დის მე­ო­რა­დი ბოთ­ლე­ბი, გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლი, ყალ­ბი აქ­ცი­ზუ­რი მარ­კე­ბი, ასე­ვე მათი და­სამ­ზა­დე­ბე­ლი ტექ­ნი­კა.

განაგრძეთ კითხვა