"ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა..." - რას ამბობს ნიკა გვარამია გიორგი ბარამიძის სკანდალურ განცხადებაზე
გიორგი ბარამიძეს რომ არ ჩაუდენია დანაშაული, ამას მტკიცება არ სჭირდება - ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა ღალატი და დანაშაული სხვა კატეგორიებია, - ამის გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია იმ ფაქტს, რომ გენერალურმა პროკურატურამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი ბარამიძე რომ სამშობლოს მოღალატე არ არის და ქართველი პატრიოტია, ამას მტკიცება არ სჭირდება.
„პროკურატურა რომ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, ამასაც არ სჭირდება მტკიცება. ის, რომ გიორგი ბარამიძეს არ ჩაუდენია დანაშაული, არც ამას სჭირდება მტკიცება.
ის, რაც ითქვა, არ შეესაბამება სიმართლეს... არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ამბავი. ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა ღალატი და დანაშაული სხვა კატეგორიებია და ასე არ ხდება. გიორგი ბარამიძის შემთხვევაში, რაც მისი ბიოგრაფია ვიცი, პირადად ვიცნობ და სამშობლოს ინტერესებისთვის იბრძვის, შემიძლია ვთქვა, რომ თუ რაიმეში არ მეპარება ეჭვი, მისი პატრიოტიზმია“, - აღნიშნა გვარამიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"ინტერპრესნიუსი"